Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
Prasidenten Margvelashvili (cropped).jpg
Margvelashvili in 2014
4th President of Georgia
Assumed office 17 November 2013
Prime Minister Bidzina IvanishviliIrakli GaribashviliGiorgi Kvirikashvili
Preceded by Mikheil Saakashvili
Minister of Education and Science
In office 25 October 2012 – 18 July 2013
Prime Minister Bidzina Ivanishvili
Preceded by Khatia Dekanoidze
Succeeded by Tamar Sanikidze
Personal details
Born (1969-09-04) 4 September 1969 (age 47)Tbilisi, Georgian SSR, Soviet Union(now Tbilisi, Georgia)
Political party Independent
Spouse(s) Maka Chichua
Children 1
Residence Tbilisi Palace
Alma mater Tbilisi State UniversityCentral European UniversityGeorgian National Academy of Sciences
Signature


მოგესალმებით, ბ-ნო პრეზიდენტო!

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მოხარული ვარ იმის გამო, რომ მაქვს პატივი პირადად მოგწეროთ. მისასალმებელია, თქვენი მხრიდან გახსნილობა და ხალხთან უშუალო კომუნიკაცია. ვიმედოვნებ, ეს მიიღებს უფრო ხშირ და აქტიურ სახეს და მოიცავს საზოგადოების დიდ ნაწილს.

მე ვარ ნიკა ლემონჯავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი. ამჟამად - სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი. პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტთან ერთად ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი პროექტი ეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, მათი ინტეგრაციისა და ჩართულობის საკითხებს. გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ვიყავი იმ ჯგუფის წევრი (ფსიქოპროექტიდან), რომელიც თქვენს კონსულტანტებთან და პიარის თანამშრომლებთან, მათ შორის, ბ-ნ შალვა რამიშვილთან ერთად განიხილავდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საპრეზიდენტო არჩევნები თქვენი გამარჯვებით დამთავრდა, რაშიც ძალიან უმნიშვნელო წვლილი მიგვიძღვის, როგორც ჯგუფს, და პირადად მე, უფრო უმნიშვნელო, როგორც ერთ-ერთ წევრს. შესაბამისად, თქვენი გამარჯვება ჩემთვის ასოცირდება "ლაღ მომავალთან" და პროგრესთან.
კარგად ვიცნობ საქართველოს კონსტიტუციას, თქვენს შესაძლებლობებს და უფლებამოსილებას, აგრეთვე, ვიცი თუ რას ეყრდნობოდა თქვენი პიარ კამპანია, რა ძირითადი მიზნები და ამოცანები გქონდათ დასახული. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გთხოვოთ, ან მოგთხოვოთ ის, რის გამოც აგირჩიეთ. ვფიქრობ, დროა, პრეზიდენტი გააქტიურდეს და დადგეს ხალხის გვერდით. დღეს, საზოგადოება ძალიან დაბნეულია და სჭირდება ლიდერი, რომელიც იქნება განსხვავებული წინა ლიდერებისგან, ანუ "მეგობარი პრეზიდენტი".
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გვქონდა საუბარი ეროვნულ იდეაზე, რაზეც, მაშინ, საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდით და ვერ შევთანხმდით. მას მერე ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და მივედი კონკრეტულ იდეამდე. მინდა ეს იდეა გავუზიარო სხვებსაც. გარდა იმისა, რომ ამ საკითხებზე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას და აუცილებლად ვეცდები საკუთარი იდეის განხორციელებას, ვფიქრობ, ეს არ იქნება საკმარისი. აუცილებელია სამთავრობო დონეზე მოხდეს ამ თემის განხილვა. სწორედ თქვენ ხართ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შეძლებთ მოახდინოთ ქართული საზოგადოების გაერთიანება კონკრეტული იდეის გარშემო და ეს იდეა თავის თავში, ბუნებრივია, უნდა მოიცავდეს ეთნიკურ უმცირესობებსაც.
პირადად მე, როგორც ეთნიკურ უმცირესობებზე მომუშავე რიგით მოქალაქეს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მომეცეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან დაგეგმავთ შეხვედრას, სადაც მოგვეცემა საკუთარი იდეების გაზიარების, საკუთარი პრობლემების თქვენამდე მოტანის შესაძლებლობა. შეიძლება, ხვდებით კიდეც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, აქტიურად მუშაობთ მათთან, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის, ეს აქტივობები არ ჩანს.
ჩემი სურვილია, გაიმართოს შეხვედრა პრეზიდენტთან, სადაც შეგვეძლება განვიხილოთ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ვფიქრობ, ეს აუცილებელიც კია თქვენი მხრიდან. საზოგადოებაც უკეთ გაგიცნობთ და ერთად მეტ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.

კეთილი სურვილებით, თქვენი ამომრჩეველი

პ.ს. შეიძლება ეს წერილი უშუალოდ პრეზიდენტამდე არ მივიდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები თუ თავად პრეზიდენტი მიპასუხებს ამ წერილზე

Ask for support